1 ႫႠႰႲႨႣႠႬ ႻႠႪႠႸႨ ႸႤႥႨႣႠ ႩႠႬႭႬႨ
2012 წლის 1 მარტიდან ძალაში შევიდა ,,კანონი ,,უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ’’, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის ნოემბერში მიიღო. კანონპროექტი დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მომზადდა და ითვალისწინებს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის განსაზღვრას და შესაბამისი ორგანოების დასკვნების საფუძველზე თანამემამულის დამადასტურებელი მოწმობის გაცემას.
2012-03-01
ႫႨႬႨႱႲႰႨႱ ႫႨႱႠႪႫႤႡႠ
მიხაკო წერეთლის თარგმანის
მიხაკო წერეთლის თარგმანის „გილგამეშიანი“ პრეზენტაცია. დღეს 16 მაისს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის მიხაკო წერეთლის თარგმანის „გილგამეშიანი“ პრეზენტაცია.
16.05.2012
კომისიის გასვლითი სხდომა
4 მაისს, 12:00 საათზე, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დიდი ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, მიხეილ (მიხაკო) წერეთლის ნეშთის საფრანგეთიდან საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის გასვლითი სხდომა გაიმართა.
04.05.2012
დიასპორული პარლამენტის შექმნის ინიციატივა
2 მაისს, საქართველოს პარლამენტში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, მირზა (პაპუნა) დავითაიამ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში მნიშვნელოვანი საკონონმდებლო ინიციატივა გააჟღერა დიასპორული პარლამენტის შექმნის შესახებ. აღნიშნულ ინიციატივას წინ უძღოდა ამ მიმართულებით საზღვარგარეთის მთელი რიგი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება.
02.05.2012
შეხვედრა სტუდენტებთან
დღეს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, მირზა (პაპუნა) დავითაიამ უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის დიასპორისა და მიგრაციის საკითხებზე ლექცია წაიკითხა.
01.05.2012
კომისიის პირველი სხდომა
დღეს, 27 აპრილს, სახელმწიფო კანცელარიის მთავრობის სხდომათა დარბაზში დიდი ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, მიხეილ (მიხაკო) წერეთლის ნეშთის საფრანგეთიდან საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ერთ–ერთი გამორჩეული მებრძოლის მიხეილ (მიხაკო) წერეთლის ნეშთის პარიზის ლევილის სასაფლაოდან საქართველოში გადმოსასვენებლად საქართველოს მთავრობის განკარგულებით სპეციალური კომისია იმუშავებს.
27.04.2012
სამხრეთაფრიკული ინვესტიციები
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელწიფო მინისტრმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ და პრეზიდენტის რწმუნებულმა ქვემო ქართლის რეგიონში დავით კირკიტაძემ, საქართველოში ვიზიტად მყოფ სამხრეთაფრიკულ ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებთან ერთად გარდაბნის რაიონში სამხრეთ აფრიკელი ფერმერების (ბურების) მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთები მოინახულა.
25.04.2012
სამხრეთ აფრიკელ ფერმერთა პირველი კონგრესს საქართველო მასპინძლობს
23 აპრილს, სასტუმრო ,,რედისონში’’ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სამხრეთ აფრიკის ,,ტრანსვაალის სასოფლო-სამეურნეო კავშირი’’–ს ორგანიზებით საქართველოში სამხრეთაფრიკელ ფერმერთა პირველი კონგრესი გაიხსნა.
23.04.2012
სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში
2012 წლის 23 მარტს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონს ესტუმრა. სახელმწიფო მინისტრმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა და, ასევე, კახის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებსაც შეხვდება.
26.03.2012
შეხვედრა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან
დღეს, 21 მარტს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია „ქორთიარდ მარიოტში“ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო ქართული ბიზნესის გაცნობა საზღვარგარეთ მყოფ ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის და მათთვის საინტერესო პროდუქტების და მომსახურების შეთავაზება.
21.03.2012
ილიას უნივერსიტეტში მიგრაციისა და დიასპორის საკითხებში კვლევითი ცენტრი დაარსდა
მიმდინარე წლის 12 მარტს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატვით, სახელმწიფო მინისტრმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ, მიგრაციისა და დიასპორების საკითხებში ერთობლივი კვლევითი ცენტრის დაარსების შესახებ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
12.03.2012

















