გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

თემატური ჯგუფი – საქართველოს შრომითი ბაზრის მოთხოვნილებები

თემატური ჯგუფი – საქართველოს შრომითი ბაზრის მოთხოვნილებები

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends
მეორე დიასპორული პროფესიული ფორუმის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფის „საქართველოს შრომითი ბაზრის მოთხოვნილებები“ ფორმატში მონაწილებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, თბილისის მერიის, რეგიონული მუნიციპალიტეტების, ეკონომიკისა და იურიდიული სფეროს, ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლები.
სამუშაო ჯგუფის მონაწილეებს მიესალმა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე და ნაყოფიერი სამუშაო გარემო უსურვა.
დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებითი სიტყვით წარსდგა საქართველოს დასაქმების ასოციაციის წარმომადგენელი, ელენე მახარაშვილი, რომელმაც საქართველოში ბიზნესის მოთხოვნებისა და ადმინისტრაციული რესურსის თემაზე ისაუბრა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა, ელზა ჯგერენაიამ, შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. საკუთარი მოხსენებები წარმოადგინეს, ასევე, კერძო კოლეჯების ასოციაციის წარმომადგენელმა, გიორგი ბერაიამ, ვისოლ ჯგუფის წევრმა, რუსუდან სანიკიძემ, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა, კახა დაუშვილმა.
თემატური ჯგუფის მუშაობა ურბანიზაციის საკითხებით გაგრძელდა. თბილისის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა, ვახტანგ ჯოხაძემ, თბილისის გენერალური გეგმისა და ურბანული განვითარების შესახებ ისაუბრა. მოხსენება თემაზე „რურარული პერიფერიის ინფრასტრუქტურული განვითარება და ურბანული აგლომერაციის განვითარება – ისრაელის მოდელი“ წარმოადგინა დავით ბოთერა-ბოთერაშვილმა. ასევე, საკუთარი მოხსენებები წარმოადგინეს არქიტექტორმა და ურბანისტმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, ვლადიმერ ვარდოსანიძემ, ინსტიტუტ „საქგზამეცნიერების“ გენერალურმა დირექტორმა, თამაზ შილაკაძემ და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის წარმოადგენელმა, ქეთი გორგოშიძემ.