გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

თემატური ჯგუფი-დიასპორელი ბიზნეს მენტორები და ინვესტიციები

თემატური ჯგუფი-დიასპორელი ბიზნეს მენტორები და ინვესტიციები

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends
მეორე პროფესიული დიასპორული ფორუმის ფარგლებში სამუშაო სექცია“დიასპორელი ბიზნეს მენტორები და ინვესტიციები“ გაიმართა, რომელიც მისასალმებელი სიტყვით გახსნეს სახელმწიფო მინსიტრმა გელა დუმბაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ. სამუშაო სექციას მოდერაციას უწევდა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის უფროსი მრჩეველი ნინა მატიაშვილი. სამუშაო სექციაზე გაიამრთა სამინისტროს წიგნის „დიასპორელი ინვესტორის გზამკვლევის“ პრეზენტაცია.
წიგნში „დიასპორელი ინვესტორის გზამკვლევი“ თვალსაჩინოდაა წარმოდგენილი უახლესი ინფორმაცია: ქვეყნის ეკონომიკური მიმოხილვის, მთლიანი შიდა პროდუქტის, შრომის ბაზრის, საერთაშორისო რეიტინგების, ბიზნეს მარეგულირებელი კანონმდებლობის, პირდაპირი უცხოურ ინვესტიციების, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით დაწყებული „დიასპორული ბიზნეს პროგრამების“, სახელმწიფო პროგრამებისა და უშუალოდ განხორციელებული დიასპორული ინვესტიციების შესახებ.
სამუშაო სხდომაზე გაიმართა ორი ახალი პროექტის „დიასპორელი ბიზნეს მენტორების“ და „დააკავშირე საქართველისთან“ პრეზენტაცია. ორივე პროგრამა შემუშვებულია დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ და ემსახურება ქართული დიასპორის წარმომადგენელბის ინოვაციური ბინზეს სერვისებში დიასპორის კაპიტალის მობილიზებას. სამუშაო სექციაზე აღინიშნა, რომ საქართველოს, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სახით, უზარმაზარი ინტელექტუალური და ფინანსური რესურსი გააჩნია. ქართული დიასპორა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში. ჩვენი დიასპორა ხშირად მოგვმართავს საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით. დიასპორას ჰყავს ბიზნეს პარტნიორები და ცდილობენ მათ დაინტერესებას საქართველოში ინვესტიციების განხორციელების მიზნით. პოტენციური ინვესტორების ჩამოყვანის შემთხვევაში ჩვენ დიასპორას ვთავაზობთ სამუშაო ვიზიტის პროგრამის ორგანიზებას – რაც გულისხმობს საქრთველოს ბაზრის შესახებ ინფორმაციის ადგილზე გაცნობას პროფილურ სახელმწიფო უწყებებთან და კომპანიებთან შეხვედრებს. ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ უფრო ნაყოფიერი შედეგი, ამ პროცესში ჩვენი დიასპორის მოტივაციის წახალისების მხრივ. ამ ხერხს ბევრი ქვეყანა იყენებს და დიასპორის საშუალებით საგრძნობლად იზიდავს ინვესტიციებს საზღვარგარეთიდან.
პანელურ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო სიახლეები საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ, მათ შორის მთავრობის 4 პუნქტიან რეფორმაზე, საპენსიო რეფორმაზე, ეკონომოკური ზრდის მაჩვენებლებზე, სახელმწიფო პროგრამებზე „აწარმოე საქართველოში“, და საქართველოში ბიზნების ხელშეწყობის მექანიზმებზე, რაც ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ქართული დიასპორის წევრების სამშობლოში დაბრუნებისა და ბიზნესის დაწყების პროცესში. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ბატონმა გოჩა ცოფურაშვილმა, ისაუბრა სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული საინვესტიციო პოტენციალისა და გამოწვევებზე, რაც უდიდეს ინტერესს იწვევს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებში, რადგან სამშობლოში დაბრუნების და ინვესტიცის განხორციელების შემთხვევაში სოფლის მეურნეობის სექტორი ერთ-ერთი პრიორიტეტულია. განხილული იქნა სოფლის მეურნეობის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები: ფერმერთა და აგრარულ სექტორში დასაქმებულთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება; ინსტიტუციური განვითარება ; მელიორაცია და ნიადაგის ნაყოფიერება; რეგიონული და დარგობრივი განვითარება – დამატებითი ღირებულების შემქმნელი სრული ციკლის წარმოების განვითარების ხელშეწყობა; სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია და მცენარეთა დაცვა, კლიმატის ცვლილებები, გარემო და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.
განხორცილებული და დაგეგმილი დიასპორული ინვესტიციებზე ისაუბრება ბატონმა ნოდარ გიორგაძემ „ჯინო პერედაიზის“ დამფუძნებელმა. „ჯინო გრუპი“ ევროპასა და საქართველოში ახორციელებს წარმატებულ და საინტერესო პროექტებს. მისი ძირითადი მიმართულებაა ველნეს სასტუმროების, აკვა პარკების და აპარტოტელების მშენებლობა.
“GINO GREEN CITY”-ს პირველი მასშტაბური პროექტი, რომლის მსგავსი მთელს ამიერკავკასიაში არ არსებობს, გახლავთ მრავალფუნქციური კომპლექსი “GINO PARADISE”, რომელიც აერთიანებს აკვაპარკსა და უნიკალურ ველნეს და სპა ცენტრს.
საქართველოში უახლესი ბიზნე გარემოსა და საინვესტიციო პოტენციალის შესახე მოხსენებით წარსდგა ეროვნული ინვესტიციების სააგენტოს საინვესტიციო და კვლევების დეპარტამენტის უფროსი ქალბატონი ქრისტინე მეფარიშვილი.
საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ლაშხმა, ისაუბრა მისი მოხსენება შეეხება „საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებასა“ და „სტარტაპების ხელშეწყობის“ სადაც გათვალისწინებულია დიასპორის ჩართულობის კომპონენტი.
დამსწრე საზოგადობის წინაშე ასევე მოხსენებით წარსდგება ესპანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი ვიქტორ მურსია გასრონმა, რომელმაც ისაუბრა საქართველო-ესპანეთის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებაზე, და დიასპორის როლზე საქართველოში ესპანური ბიზნეს კომპანიების შემოყვანაში, დიასპორული ინვესტიციის საქრთულ-ესპანული რესტორნის მაგალითზე.
USAID/REAP საქართველოს საპატიო წარმომადგენელმა ბატონმა ლუიზ ფაორომ, ისაუბრა სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის წარმატებული პროექტების შესახებ. დიასპორის წევრებს ბიზნესის წარმოების გამოცდილება და თანაინვესტირების შესაძლებლობა გაუზიარეს შპს „სანტეს“ და „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „გილეს“ წარმომადგენლებმა. „ამერიკული სახლის“ პროექტი წარადგინა დაისპორელმა ინვესტორმა თეიმურაზ ცაგარეიშვილმა. ფონდი „სავსე გულით“ საქმიანობის შესახებ ისაუბრა ფონდის დამფუძნებელი გიორგი ჭილაშვილმა. დიასპორელი მეწარმე ანა კერესელიძე, რომელმაც ისაუბრა უცხოეთში მცხოვრები ბიზნესქალების საქმიანობის შესახებ და წარადგნია ინიციატივა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარტთან ერთად განხორციელდეს ფორუმი“ უცხოეთში მცხოვრები ბიზნეს ქალები საქართველოსთვის“. დიასპორელი ინვესტორმა ბატონი აჰმედ ქაჰრავანი გააკეთა პრეზენტაცია ზეთის ხილის პლანტაციების ბიზნესის დაწყებისა და განვითარების შესახებ.