გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ეთნოგრაფიული კულინარიის ფესტივალი

ეთნოგრაფიული კულინარიის ფესტივალი

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends
28 მაისს, ეთნოგრაფიულ კულინარიის ფესტივალს რესტორანმა „ქართული სახლი“ უმასპინძლა, რომელიც დიასპორის დღეების ფარგლებში გაიმართა. ფესტივალზე მოსულ დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა მონაწილეობა მიეღო მასტერ კლასებში. უცხოელი და ქართველი სტუმრები გაეცნენ თონეში პურის ჩაკვრის, ხინკლის მოხვევის და ჩურჩხელის ამოვლების ტექნოლოგიებს. რესტორნის შეფ-მზარეულმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მოძიებული და განახლებული ძველი ქართული, ლაზური კერძი გააცოცხლა და მსურველებს „ქაფჩიონი მჭკიდის“ დამზადება შეასწავლა. მასტერ კლასებში აქტიური მონაწილეობა მიიღო დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ. მან საკუთარი ხელით მოამზადა ერთგვარი, თევზიანი მჭადი, რომლის რეცეპტი ჩვენმა თანამემამულეებმა 3-4 საუკუნის წინ წაიღეს თურქეთში და დღემდე, გურჯულ რეცეპტად ითვლება. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ირანის, აზერბაიჯანის და თურქეთის ტერიტორიებზე შემორჩენილი 20-ზე მეტი ქართული რეცეპტი მოიძია, აღადგინა და უახლოეს ხანში, მას წიგნის სახით გამოსცემს. „ქაფჩიონი მჭკიდი“ კი, რესტორან „ქართული სახლის“ ძირითად მენიუში განთავსდა.