გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ქართული დიასპორის დღე

ქართული დიასპორის დღე

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

28 მაისს, მუშტაიდის ბაღში ქართული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი გაიმართა. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ანსამბლებმა „ჰერულამ“, „ათძალმა“, „შავნაბადამ“და “საგალობელმა” ასევე, წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის ანსამბლმა და ხრიდოლელთა ჯგუფმა. კონცერტზე მოხდა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გამოცხადებული ქართული ხალხური სიმღერის კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოება. კონცერტზე მისულ მაყურებელს სიტყვით მიმართა და დიასპორის დღეების ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მინისტრმ, გელა დუმბაძემ.
მუშტაიდის ბაღში წარმოდგენილი იყო საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა, საქართველოს პარლამენტთან არსებული ქართული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე შექმნილი ჰერალდიკის ნიმუშები, ქართული რეწვის ნიმუშები, ასევე, ქართული კომპანიების ნაწარმი. სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების საინფორმაციო კუთხეებში კი მისულ დამთვალიერებელს, საშუალება ჰქონდა მიეღო ინფორმაციას იურიდიული, ბიზნეს საბროკერო და სხვა მომსახურებების შესახებ.