გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

მიგრაციისა და განვითარების სამუშაო შეხვედრა კინგსლი აიკინსთან

მიგრაციისა და განვითარების სამუშაო შეხვედრა კინგსლი აიკინსთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends
28 მაისს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის, მიგრაციისა და განვითარების მესამე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მიერი რლანდიიდან სპეციალურად მოწვეულ ექსპერტთან „Diaspora Matter”-ის დამფუძნებლთან, კინგსლი აიკინსთან. შეხვედრაზე წარმოდგენილნი იყვნენ სამუშაო ჯგუფში ჩართული უწყებები და საერთაშორისო ორგანიზაციები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრაზე განხილული იქნა ირლანდიის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტი დიასპორის საკითხებში, გამოცდილება მიგრაციისა და განვითარების კუთხით, დიასპორული რესურსების მობილიზაციის, ცირკულარული მიგრაციის საკითხები, დიასპორული ინვესტიციების მოზიდვის წარმატებული პროგრამები და დიასპორული ქსელების შექმნის მექანიზმები.
ირლანდიელმა ექსპერტმა დიდი დაინტერესება გამოხატა დიასპორასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოში მიმდინარე პროექტების მიმართ და უწყების საქმიანობის პროფილურ წინსვლას გაუსვა ხაზი.
დაისახა თანამშრომლობის გეგმები კინგსლი აიკინსსა და მიგრაციისა და განვითარების მესამე სამუშაო ჯგუფს შორის.