გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ფინეთში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ფინეთში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends
ფინეთის ქალაქ ჰელსინკში, საქართველო – ფინეთის მეგობრობის საერთაშორისო ცენტრის და „საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად ” ინიციატივით, 15 წელია, ყოველწლიურად აღნიშნავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. სპეციალურად მოწყობილ ზეიმზე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ საქართველოს შესახებ. ქართული კულტურისა და ისტორიის, მისი წარსულისა და დღევალდელობის, ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობათა და ტურისტული პოტენციალის თაობაზე. სტუმრებმა მოისმინეს ქართული ფოლკლორი და დააგემოვნეს ფართოდ წარმოდგენილი ქართული სამზარეულო და ქართული ღვინო.
მიღებაზე მოწვეული იყვნენ როგორც ფინელი დიპლომატიური, სპორტულ, კულტურის, და ბიზნეს სფეროს, ასევე, ფინეთში მცხოვრები სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები: შვედები, ესტონელები, ლატვიელები, უკრაინელები, ლიტველები, მოლდაველები, შუააზიელები,ფრანგები, რუსები, ჩეჩნები და ერაყელები, რომლებიც უკვე ამ ორგანიზაციაში არიან გაერთიანებული და საქართველოს მეგობრები არიან.