გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

„იბერიელის“ 20 წლის იუბილე

„იბერიელის“ 20 წლის იუბილე

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends
2016 წლის 20 მაისს, ქ. კიევში, ოფიცერთა სასახლის საკონცერტო დარბაზში გაიმართა ქართული კულტურის მე-7 საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავსა და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის – „იბერიელის“ დაარსების 20 წლის იუბილეს.
ქართული კლუტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი ერთ–ერთია იმ დიასპორულ ორგანიზაციათაგან, რომელიც სამაგალითოა თავისი საქმიანობით; რომლის საქმიანობაც მუდამ მიმართულია ქართული კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების შენარჩუნებისკენ; დიდი რუდუნებით უფრთხილდება ამ სიმდიდრეს; აცნობს მას არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მსოფლიოს, რითაც ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციაში.
ქართული კულტურისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში შეტანილი წვილისთვის დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, გელა დუმბაძის სახელით, საქართველოს ელჩმა მიხეილ უკლებამ, სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგიას“ პრეზიდენტს, ბესიკ შამუგიას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მედალი „ჩვენ გვაძლიერებს ყოველი, რაც გვაერთიანებს“ გადასცა.
საზეიმო კონცერტში მონაწილეობა მიიღეს თბილისიდან მოწვეულმა სტუმრებმა, ქართულმა მუსიკალურმა კოლექტივებმა და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ „იბერიელთან“ არსებულმა ქართული ცეკვის ანსამბლმა.