გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

გერმანიის ქართულ სათვისტომოს დაარსებიდან 70 წელი შეუსრულდა

გერმანიის ქართულ სათვისტომოს დაარსებიდან 70 წელი შეუსრულდა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends
გერმანიის ქალაქ მიუნხენში, გერმანიის ქართული სათვისტომოს დაარსებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. სპეციალურად ამ ღონისძიებაზე დასასწრებად მიუნხენში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე ჩავიდა. ღონისძიება, სადაც ქართველების გარდა გერმანელებიც ესწრებოდნენ მისასალმებელი სიტყით გახსნა ქართული სათვისტომოს თავმჯდომარემ, ლერი დათაშვილმა და სათვისტომოს საქმიანობა მიმოიხილა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ. მან მადლობა გადაუხადა გერმანისს ქართულ სათვისტომოს მიპატიჟებისათვის და გერმანიაში მცხოვრებ ქართველებში, ქართული ენისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის სიგელი და უწყებრივი მედალი „ჩვენ გვაძლიერებს ყოველი, რაც გვაერთიანებს“ გადასცა. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს, ასევე, მიესალმნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ლადო ჭანტურია და მიუნხენის ვახტანგ გორგასალის სახელობის ქართული ეკლესიის წინამძღვარი, მამა თამაზ ლომიძე.
ღონისძიებაზე გაიმართა წლის საუკეთესო სტუდენტის დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც სამ საპრიზო ადგილის მფლობელს სიგელები და სამახსოვლო საჩუქრები გადაეცათ. კონკურსის გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემაც გადასცა.
საღამოს ქათული ცეკვითა და სიმღერით აფორმებდნენ ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები: „გეომიქსი“, „დაისი“ და მომღერალთა გუნდი „იბერისი“.
საღამოს დასკვნით ნაწილში გაიმართა ეთნო ჯაზის ჯგუფის „GeoTRAIN“-ის კონცერტი.