გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ქართული სახალხო ზეიმო თურქეთში

ქართული სახალხო ზეიმო თურქეთში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

მიმდინარე წლის 5 ივნისს, თურქეთის რესპუბლიკის, ბურსის რეგიონის გემლიქის რაიონის სოფელ ჰაიდარიეში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მე-4 ტრადიციული „ქართული სახალხო ზეიმი“ ჩატარდა. აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრო თურქეთის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები 3000-ზე მეტი ქართველი. „ქართულ სახალხო ზეიმს“ ასევე ესწრებოდა თურქეთის პარლამენტის წევრი ბურსას რეგიონიდან, ისმაილ აიდინი და დაგემლიქის მერი, რეფიკ ილმაზი. გემლიქში გამართულ ქართულ სახალხო ზეიმს ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში, ირაკლი კოპლატაძე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ანალიზისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, თემურ ტარტარაშვილი და საქართველოს ახალგაზრდა ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში, სოფიო წკრიალაშვილი. ,,ქართული ზეიმის“ ფარგლებში გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქ. სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლთან არსებულმა ცეკვის ანსამბლმა ,,ქაფდაღი“ (კავკასიის მთები), ანსამბლმა ,,მასსა“-მ, ქ. ინეგოლისა და ორჰანგაზის ბავშვთა ცეკვის ანსამბლებმა.