გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

აჩუქე შენი წიგნი დიასპორას

აჩუქე შენი წიგნი დიასპორას

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

7 ივნისს, საერთაშორისო პროექტის „აჩუქე შენი წიგნი დიასპორას“ ფარგლებში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, თეიმურაზ ჭკუასელმა თავისი წიგნი „როცა სარკეები აღარ იღიმებიან“ საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებს, ბიბლიოთეკებსა და ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს საჩუქრად გადასცა.
ღონისძიებაში მონაწიელობა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაალ სარაჯიშვილმა, დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ გამილაღდიშვილმა და სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა, მერაბ მენაბდემ მიიღეს.
პროექტი „აჩუქე შენი წიგნი დიასპორას“ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენ თანამემამულეებთან მჭიდრო კულტურული კონტაქტების დამყარებას, მათი ერთიან ეროვნულ სივრცეში ინტეგრაციასა და ქართული ენის ცოდნის გაღრმავებას ისახავს მიზნად.