გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ემიგრანტი პოეტის – ნანა ჩხაიძის შემოქმედებითი საღამო

ემიგრანტი პოეტის – ნანა ჩხაიძის შემოქმედებითი საღამო

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

3 ივნისს, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ფონდის „წმინდა ანდრიას ჯვრის“ ორგანიზებითა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში, თესალონიკში მცხოვრები ემიგრანტი პოეტის, ნანა ჩხაიძის შემოქმედებითი საღამო და მისი ახალი წიგნის „გაღმით სამშობლოს მთებია“ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ანალიზისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, თემურ ტარტარაშვილი და  აპარატის სხვა წარმომადგენლები. საღამო საქველმოქმედო ხასიათის იყო; წიგნების გაყიდვიდან შემოსული თანხა პატარა მიხეილ სხვიტარიძის მკურნალობას მოხმარდება.