გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შვედეთის გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი დღეები ბათუმში

შვედეთის გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი დღეები ბათუმში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

7 ივნისს, ქალაქ ბათუმში გაიმართა  შვედეთის გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი დღეები, რომელსაც ესწრებოდა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი. სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში“ ჩატარდა სემინარი თემაზე: „შეჭიდება კლიმატის ცვლილებებთან – 21 საუკუნის გადაწყვეტილებანი“. შეხვედრაზე განხილული იყო კლიმატის ცვლილების გარდამავლობა, საქართველოს გეგმები კლიმატის ადაპტაციასთან, „მწვანე ეკონომიკა“ და საქართველოს მოსახლეობის როლი მდგრადი საზოგადოების გარდამავალ ცვლილებებში. შვედეთის ინსტიტუტმა იმავე დღეს ბათუმის საზაფხულო თეატრში მოაწყო გამოფენა თემაზე „კლიმატის ცვლილების პირისპირ“.