გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

მოხალისეების დაჯილდოება

მოხალისეების დაჯილდოება

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

17 ივნისს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაალ სარაჯიშვილმა 27-28 მაისს, დიასპორის დღის ფარგლებში გამართული „მეორე დიასპორული პროფესიული ფორუმის“ ორგანიზებაში მონაწილე მოხალისეები მადლობის სიგელით დააჯილდოვა.
ფორუმზე მოხალისეობრივი საქმიანობის სურვილი გამოთქვეს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, ახალი უმაღლესი სასწავლებლის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა.