გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა ლატვიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან

შეხვედრა ლატვიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფება ლატვიის რესპუბლიკაში. მან შეხვედრა გამართა ლატვიაში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და იქ მცხოვრებ თანამემამულეებთან. შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში, თემურ ჯანჯალია ესწრებოდა.
შეხვედრაზე გელა დუმბაძემ ისაუბრა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ;  დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო ახალი სამთავრობო პროგრამები. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა დიასპორის როლზე ქვეყნის განვითარებაში, მათ მიერ უცხოეთში შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.
თანამემამულეებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სახელმწიფო მინისტრი გაეცნო ლატვიაში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციებისა და იქ მცხოვრები თანამემამულეების პრობლემებს; დაისვა საკითხი ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებისა  და დიპლომის აღიარების მნიშვნელობის შესახებ უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისათვის.
შეხვედრის დასასრულს გელა დუმბაძემ სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გამოცხადებული კონკურსის – „ქართული ხალხური სიმღერისა და საშობაო საგალობლების საუკეთესო შესრულებისთვის“ – მონაწილე რუსუდანა ბასარია მადლობის საგელით დააჯილდოვა და გადასცა სამახსოვრო საჩუქრები. შეგახსენებთ, რომ ლატვიაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე – რუსუდანა ბასარია ჟიურის მიერ დასახელდა როგორც კონკურსის ყველაზე კრეატიული მონაწილე და გაიმარჯვა ნომინაციაში „შემოქმედებითი მიდგომისათვის“.