გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

სამძიმრის წერილი

სამძიმრის წერილი

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და პირადად სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე, ღრმა მწუხარებას გამოხატავს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ პარიზში ქართული ემიგრაციის ერთ–ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის, ნოე ჟორდანიას ქალიშვილის, ქალბატონ ნათელა ჟორდანიას გარდაცვალების გამო.
ქალბატონ ნათელა ჟორდანიას რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრება სამშობლოს ნათელ მომავალზე ფიქრს და ქართულ ემიგრაციაზე ზრუნვას უკავშირდებოდა. ამიტომაც უწოდებდა მას საფრანგეთის ქართველობა სიყვარულით “დედას”.
დიდი წინაპრის ღირსეული მემკვიდრე, რომელმაც კარგად იცოდა ქვეყნის დამოუკიდებლობის ფასი, ამ იდეას სიცოცხლის ბოლომდე ემსახურებოდა, დიდი წვლილი შექონდა ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის მამულიშვილურ საქმეში.
საქართველო და ქართველი ხალხი დიდად აფასებს მის ამ ღვაწლს და პატივს მიაგებს ქალბატონ ნათელა ჟორდანიას ნათელ ხსოვნას.