გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორული სტაჟირება 2016 იწყება

დიასპორული სტაჟირება 2016 იწყება

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

აპლიკაციების მიღება „დიასპორული სტაჟირება 2016“-ისთვის დაიწყო! პროექტი სპეციალურად იმ სტუდენტებისთვის შეიქმნა ვინც უცხოეთში იღებს განათლებას და სურს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება საქართველოს გაუზიაროს. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანება“ 2013  წლიდან ახორციელებენ აღნიშნულ პროექტს, რაც სტუდენტებში დიდი მოწონებით სარგებლობს.
აღნიშნული პროგრამა ემსახურება საზღვარგარეთ, ქართულ დიასპორაში, განსაკუთრებით კი სტუდენტ ახალგაზრდებში არსებული ინტელექტუალური რესურსის მოზიდვას და ცოდნის ტრანსფერს საქართველოში, დიასპორაში არსებული პოტენციალის სამშობლოს სასიკეთოდ გამოყენებას. სტაჟირების პროგრამა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ საჯარო მოხელისთვის აუცილებელი პროფესიული გამოცდილება, გაეცნონ საქართველოს საჯარო უწყებების მუშაობის პრინციპებს და ისარგებლონ პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობით. გარდა იმისა, რომ სტუდენტებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და გაუმჯობესების საშუალება ეძლევათ, საჯარო უწყებებში და კერძო კომპანიებში სტუდენტების სტაჟირება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ახალგაზრდებისთვის დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების შექმნას.
სტაჟირება დაიწყება 18 ივლისს და 4 კვირის განმავლობაში სტუდენტები ინტენსიურ პრაქტიკებს გაივლიან სახელმწიფო და კერძო სექტორში! „დიასპორული სტაჟირება 2016“ პრაქტიკული კურსის პარალელურად მონაწილეებს საშუალებას აძლევს ჩაერთონ კულტურულ-შემეცნებით აქტივობებში, რაც მათ საქართველოში რეინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ შეავსოთ აპლიკაციის ფორმა

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 3 ივლისი.

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში მოგვმართეთ:  sdolidze@diaspora.gov.ge;   info@wugs.org