გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ლიტვაში

შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ლიტვაში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

21 ივნისს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ, სამუშაო ვიზიტის  ფარგლებში, შეხვედრა გამართა ლიტვის რესპუბლიკის ქ.  ვილნიუსში  მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან.
გელა დუმბაძემ შეხვედრის მონაწილეებს მოუთხრო დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის შესახებ, ესაუბრა პროექტებზე, რომელსაც ამჟამად ახორციელებს აპარატი, გააცნო მათ სამომავლო ამოცანები და გაუზიარა საკუთარი ხედვა.
თავის მხრივ, ჩვენმა თანამემამულეებმა გელა დუმბაძეს გააცნეს ლიტვის ქართული სათვისტომოს საქმიანობა და ინფორმაცია მიაწოდეს მათ წინაშე არსებული პრობლემების შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს კონსული ლიტვაში – ლევან ღვაჩლიანი და საელჩოს მრჩეველი ირაკლი გიგაური.