გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან

შეხვედრა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

21 ივნისს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ,  ლიტვის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მანტვიდაც ბეკიაშუსთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს უცხოეთში მცხოვრებ ლიტველებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლინა ჟუკაუსკაიტე და ლიტვაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი – ირაკლი გიგაური. შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს ორი ქვეყნის გამოცდილება დიასპორასთან დაკავშირებული საკითხების მართვის სფეროში, ისაუბრეს უკვე განხორციელებულ და სამომავლო პროექტებზე.