გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ნათელა ჟორდანია დაკრძალვა

ნათელა ჟორდანია დაკრძალვა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დღეს, ლევილის სასაფლაოზე დაკრძალეს კიდევ ერთი ჭეშმარიტი ქართველი,  ქალბატონი ნათელა ჟორდანია – გამორჩეული ქალბატონი, სრულიად განსაკუთრებული პიროვნება, ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელი. ოჯახის წევრებმა – პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას შთამომავლებმა და საფრანგეთის ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებმა  უკანასკნელი პატივი მიაგეს საფრანგეთის ქართველობაში “დედად” წოდებულ ამ დიდებულ ქალბატონს.
ნათელა ჟორდანიას დაკრძალვას დაესწრო დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე. სახელმწიფო მინისტრმა უკანასკნელი პატივი მიაგო ქალბატონ ნათელა ჟორდანიას ნათელ ხსოვნას და ლევილის სასაფლაოზე წარმოთქმულ გამოსამშვიდობებელ სიტყვაში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი  ქალბატონ ნათელას ღვაწლს ლევილის მამულის შენარჩუნებასა და მოვლა-პატრონობაში, შემდეგ კი, მამულის საქართველოსთვის გადმოცემის საქმეში. გელა დუმბაძემ აღნიშნა, რომ ქალბატონი ნათელა ჟორდანიას ცხოვრება და მოღვაწეობა მუდამ სამშობლოს ნათელ მომავალზე ფიქრს და ქართულ ემიგრაციაზე ზრუნვას უკავშირდებოდა, და რომ საქართველო და ქართველი ხალხი დიდად აფასებს მის ამ ღვაწლს  და პატივს მიაგებს ქალბატონ ნათელა ჟორდანიას ნათელ ხსოვნას.