გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ქართველი მწერლების წიგნები დიასპორას

ქართველი მწერლების წიგნები დიასპორას

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული ქართული ლიტერატურის გაცნობას, უახლოეს მომავალში, ქართველი ემიგრანტებიც შეძლებენ. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველის, ქეთევან დუმბაძის ინიციატივით, პროექტის „ცოცხალი წიგნები“ ფარგლებში, იტალიაში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების ბიბლიოთეკები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული წიგნებით განახლდება, რომლებიც 1 ივლისს გადაეცა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს.