გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ლიტვურ-ქართული დიალოგი: მხატვრული დისკურსი

ლიტვურ-ქართული დიალოგი: მხატვრული დისკურსი

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

2016 წლის 1 ივლისს, ლიტვის რესპუბლიკის მწერალთა კავშირში, პროფ. მარიამ მანჯგალაძის ინიციატივით ჩატარდა ღონისძიება „ლიტვურ-ქართული დიალოგი: მხატვრული დისკურსი“, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ცნობილი ლიტველი ავტორები,  ქართველ მწერალთა და პოეტთა შემოქმედებითი ჯგუფი მთარგმნელ ნანა დევიძის ხელმძღვანელობით, ვილნიუსის უნივერსიტეტის ქართული ენის კურსის სტუდენტები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.  გაიხსნა ეროვნული პრემიის ლაურეატის, მწერლისა და ფოტოხელოვანის ვლადას ბრაზიუნასის, საქართველოს გამორჩეული მეგობრის, ხელოვან მარიუს აბრამოვიჩისა და მარიამ მანჯგალაძის ფოტონამუშევრების გამოფენა თემაზე – ლიტვა, საქართველო და ლიტვურ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობები. ღონისძიების ორგანიზატორები და მხარდამჭერები იყვნენ ლიტვის მწერალთა კავშირი, ვილნიუსის უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ლიტვური ენის ინსტიტუტი.