გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

„გადაწერე ვეფხისტყაოსნის ერთი სტროფი“: ნამუშევართა შეფასების შედეგები

„გადაწერე ვეფხისტყაოსნის ერთი სტროფი“: ნამუშევართა შეფასების შედეგები

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

2016 წლის აპრილში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, შოთა რუსთაველის 850 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით, განახორციელა პროექტი „გადაწერე ვეფხისტყაოსნის ერთი სტროფი“.
პროექტის მიზანს წარმოადგენდა „ვეფხისტყაოსნის“, როგორც ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნიმუშის მიმართ ინტერესის გაღრმავება ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეებში, განსაკუთრებით – ბავშვებსა და მოზარდებში.
პროექტი უცხოეთში მცხოვრებ ყველა ჩვენს თანამემამულეს, განურჩევლად ასაკისა, აძლევდა შესაძლებლობას, „ვეფხისტყაოსნიდან“ სურვილისამებრ შერჩეული სტროფის წერილობითი გადმოცემის საშუალებით ზიარებოდნენ მხატვრული კალიგრაფიის ეროვნულ ტრადიციას, განევითარებინათ ხელით წერის კულტურა და გამოევლინათ შემოქმედებითი უნარები.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს პროექტის განხორციელებაში პარტნიორობას უწევდნენ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და სტუდია „ტელევეზირი“.
პროექტის ფარგლებში, ნამუშევრების წარდგენა ხორციელდებოდა ორ სხვადასხვა კატეგორიაში:
კატეგორია – „საუკეთესო კალიგრაფიული ნამუშევრები“ – ითვალისწინებდა ბავშვებისა და 14 წლამდე ასაკის მოზარდების მონაწილეობას; კატეგორიაში – „საუკეთესო მხატვრული კალიგრაფიული ნამუშევრები“ – მონაწილეობა შეეძლო ნებისმიერ მსურველს 14 წლის ასაკის ზევით.
საპროექტო ნამუშევრების წარდგენა დასრულდა 2016 წლის 20 მაისს, 18:00 სთ.-ზე.
პროექტში სულ მონაწილეობა მიიღო 81-მა კონკურსანტმა.
კატეგორიაში – „საუკეთესო კალიგრაფიული ნამუშევრები“ – 49 მონაწილის მიერ წარმოდგენილი იყო 50 კალიგრაფიული ნიმუში; კატეგორიაში – „საუკეთესო მხატვრული კალიგრაფიული ნამუშევრები“ – 32-მა მონაწილემ წარმოადგინა 40 კალიგრაფიული ნიმუში.
24 ივნისს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში შეიკრიბა კონკურსის დებულების თანახმად შექმნილი კომისიის სრული შემადგენლობა, რათა გამოევლინა პროექტში გამარჯვებულები თითოეულ ცალკეულ კატეგორიაში, ნომინაციებში:
ა. „საუკეთესო კალიგრაფიული ნამუშევარი“;
ბ. „ყველაზე ორგინალური ნამუშევარი“~
კომისია დაკომპლექტებული იყო მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რომლებიც ფლობდნენ სათანადო კომპეტენციას, რათა ჯეროვნად შეეფასებინათ პროექტის მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი ნაშრომები. მის შემადგენლობაში შედიოდნენ:
ნოდარ ბეგიაშვილი – სტუდია „ტელევეზირის“ ხელმძღვანელი – კომისიის თავმჯდომარე, ნესტან ბაგაური – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენისა და განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თამარ გამილაღდიშვილი-გაგუა – დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ლევან თაქთაქიშვილი – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, მაკა თაქთაქიშვილი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური მემკვიდრეობის განყოფილების უფროსი.
კომისიამ იმოქმედა დებულების თანახმად და გამოავლინა გამარჯვებულები პროექტის დებულებით განსაზღვრულ ნომინაციებში.
მიუხედავად ამისა, კომისიის წევრებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ პროექტში მონაწილე თითოეული კონკურსანტი გამოირჩევა ინდივიდუალური ხელწერით; საკონკურსოდ წარმოდგენილი ყველა ნამუშევარი შესრულებულია საოცარი მონდომებითა და მაღალი პასუხისმგებლობით; თითოეულ მათგანში იგრძნობა სიყვარული ქართული ენის მიმართ და ის ფაქტი, რომ ჩვენმა თანამემამულეებმა მოიწონეს პროექტის იდეა, რუდუნებით შექმნეს კალიგრაფიული ნამუშევრები და მონაწილეობა მიიღეს პროექტში, არის მათი დიდი გამარჯვება სამშობლოს სიყვარულში, ეროვნული და კულტურული იდენტობის შენარჩუნებისათვის ბრძოლაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ, გარდა დებულებით განსაზღვრულ ნომინაციებში გამარჯვებულთა გამოვლებისა, მოეხდინა პროექტის მონაწილეთა უფრო ფართო ნომინირება ყველა ცალკეული ნამუშევრის ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე.
კომისიის გადაწყვეტილებით, კატეგორიაში „საუკეთესო კალიგრაფიული ნამუშევრები“, რომელიც ითვალისწინებდა ბავშვებისა და 14 წლამდე ასაკის მოზარდების მონაწილეობას, გამარჯვება მოიპოვეს შემდეგმა კონკურსანტებმა:
ნომინაცია „საუკეთესო კალიგრაფიული ნამუშევარი“ – მერაბ ინასარიაძე, 11 წლის („ქართული სახლი ავსტრიაში“, ავსტრია, ვენა)
ნომინაცია „ყველაზე ორგინალური კალიგრაფიული ნამუშევარი“ – ანდრია იჩქიტიძე, 8 წლის („ქართული კულტურის ცენტრი „ფესვები“, აშშ, ნიუ იორკი)
კატეგორიაში „საუკეთესო მხატვრული კალიგრაფიული ნამუშევრები“, რომელში მონაწილეობაც ნებადართული იყო ნებისმიერი ასაკის კონკურსანტებისათვის 14 წლის ზევით, გამარჯვებულები არიან:
ნომინაცია „საუკეთესო მხატვრული კალიგრაფიული ნამუშევარი“ – თამთა რურუა, 24 წლის (ჩეხეთი, პრაღა)
ნომინაცია „ყველაზე ორგინალური მხატვრული კალიგრაფიული ნამუშევარი“ – ანა ოხრიც, 28 წლის, (სლაუ, დიდი ბრიტანეთი).
ნამუშევართა ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება პროექტის მონაწილეთა ნომინირების შესახებ მათი ნაშრომებისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების საფუძველზე.
კატეგორიაში – „საუკეთესო კალიგრაფიული ნამუშევრები“ – ნომინირებული არიან:
ნომინაცია „ხატოვანი კალიგრაფიული ხელისათვის“:
სარა სესენგ-ალსანდია (ქართული საკვირაო სკოლა; ოსლო, ნორვეგია)
მარიამ ციხელაშვილი (ქართული საკვირაო სკოლა; ოსლო, ნორვეგია)
დიმიტრი ოქროპირიძე (ქართული საკვირაო სკოლა; ოსლო, ნორვეგია)
მარი გოდერიძიშვილი („ქართული კულტურის ცენტრი „ფესვები“, ნიუ იორკი, აშშ)
მარიამ ძიგუა (პუატიე, საფრანგეთი)
ნომინაცია „დახვეწილი კომპოზიციისათვის“:
ანდრია იჩქიტიძე („ქართული კულტურის ცენტრი „ფესვები“, ნიუ იორკი, აშშ)
ნომინაცია „საუკეთესო მხატვრული კომპოზიციისათვის“:
გიორგი გაგუა („ქართული კულტურის ცენტრი „ფესვები“, ნიუ იორკი, აშშ)
ნომინაცია „პოეტური გადაწყვეტისათვის“:
მარიამ ხონელიძე (წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ქართული საკვირაო სკოლა, ბარსელონა, ესპანეთი)
ნომინაცია „ფერადოვანი კალიგრაფიული ნამუშევრისათვის“:
დავით ოთარაშვილი („ქართული სახლი ავსტრიაში“, ვენა., ავსტრია)
ლუკა ლომიძე („ქართული კულტურის ცენტრი „ფესვები“, ნიუ იორკი, აშშ)
ნომინაცია „ხელნაწერის აპლიკაციით გაფორმებისათვის“:
გიორგი ყვავაძე (გაერთიანებული სამეფოს პირველი ქართული სკოლა, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი)
ნომინაცია „განსაკუთრებული მონდომებისათვის“:
ელენე დვალიშვილი („ქართული კულტურის ცენტრი „ფესვები“, ნიუ იორკი, აშშ)
კესო ოქრიაშვილი („ქართული კულტურის ცენტრი „ფესვები“, ნიუ იორკი, აშშ)
ლიზი დვალიშვილი („ქართული კულტურის ცენტრი „ფესვები“, ნიუ იორკი, აშშ)
ნინო ნამიჭეიშვილი („ქართული კულტურის ცენტრი „ფესვები“, ნიუ იორკი, აშშ)
ნომინაცია „წარმატებით მონაწილეობისათვის“:
ანა ცაბუტაშვილი (დორტმუნდი, გერმანია)
ნორა ცაბუტაშვილი (დორტმუნდი, გერმანია)
თამარი როგავა („ქართული სახლი ავსტრიაში“, ვენა, ავსტრია)
ლუკა გიორგაძე („ქართული სახლი ავსტრიაში“, ვენა, ავსტრია)
თინათინ ჭუმბურიძე („ქართული სახლი ავსტრიაში“, ვენა, ავსტრია)
ლიზი-მარია ბეჟაშვილი („ქართული სახლი ავსტრიაში“, ვენა, ავსტრია)
კესო შიუკაშვილი (ქართული საკვირაო სკოლა; ოსლო, ნორვეგია)
მარიამ კიკაბიძე (ქართული საკვირაო სკოლა “აისი”, მადრიდი, ესპანეთი)
გიორგი ხორგუაშვილი (ქართული საკვირაო სკოლა “აისი”, მადრიდი, ესპანეთი)
ლუკა ბაშარული (ქართული საკვირაო სკოლა “აისი”, მადრიდი, ესპანეთი)
ნიცა დიღმელაშვილი (ქართული საკვირაო სკოლა “აისი”, მადრიდი, ესპანეთი)
ალექსანდრე ფაჩულია (ოსლო, ნორვეგია)
ირინა ბერაია-ვასილიდი (ათენი, საბერძნეთი)
ბარბარე ყაჭეიშვილი („ქართული სათვისტომო ავსტრიაში“, ვენა, ავსტრია)
ლუკა ლომიძე („ქართული სათვისტომო ავსტრიაში“, ვენა, ავსტრია)
ია შაყულაშვილი („ქართული სათვისტომო ავსტრიაში“, ვენა, ავსტრია)
თორნიკე დოლიძე („ქართული სათვისტომო ავსტრიაში“, ვენა, ავსტრია)
საბა ნუცუბიძე („ქართული სათვისტომო ავსტრიაში“, ვენა, ავსტრია)
სანდრო ნუცუბიძე („ქართული სათვისტომო ავსტრიაში“, ვენა, ავსტრია)
აკაკი იარალოვი (პუატიე, საფრანგეთი)
გიორგი ქიმბარიშვილი (პუატიე, საფრანგეთი)
ალექსანდრე ძიგუა (პუატიე, საფრანგეთი)
ელენე იოსელიანი (დუბლინი, ირლანდია)
მარიამ იოსელიანი (დუბლინი, ირლანდია)
ნატა იოსელიანი (დუბლინი, ირლანდია)
ოთო ყაჭეიშვილი („ქართული სათვისტომო ავსტრიაში“, ვენა, ავსტრია)
ნომინაცია „პროექტში მონაწილეობისათვის“:
ქეთი ყურაშვილი (ქართული საკვირაო სკოლა, ოსლო, ნორვეგია)
მარიამ ქართველიშვილი (ქართული საკვირაო სკოლა “აისი”, მადრიდი, ესპანეთი)
ანი ქართველიშვილი (ქართული საკვირაო სკოლა “აისი”, მადრიდი, ესპანეთი)
ელენე ხორგუაშვილი (ქართული საკვირაო სკოლა “აისი”, მადრიდი, ესპანეთი)
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა ერთობლივი გადაწყვეტილებით, პროექტის ყველაზე მცირეწლოვან მონაწილეს – 5 წლის ნინა ხაბეიშვილს (მადრიდი, ესპანეთი) „ყველაზე პატარა ქართველი კალიგრაფის“ წოდება მიენიჭა.
ნამუშევართა ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე, კატეგორიაში „საუკეთესო მხატვრული კალიგრაფიული ნამუშევრები“ – ნომინირებული არიან:
ნომინაცია „საუკეთესო საზედაო ასო“
ნინო კიკნაძე (ბერლინი, გერმანია)
ნომინაცია „შემოქმედებითი მიდგომისათვის“
ანა ყურშავიშვილი (ათენი, საბერძნეთი)
ნომინაცია „საუკეთესო დეკორისათვის“
მარინე წიქორიძე (წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ქართული საკვირაო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ბარსელონა, ესპანეთი)
ნომინაცია „საინტერესო კონცეფციისათვის“
ლიანა სამადალაშვილი (ერევანი, სომხეთი)
ნომინაცია „საუკეთესო კომპოზიციისათვის“
აზა შუბითიძე (წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ქართული საკვირაო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პირველი პედაგოგი, ბარსელონა, ესპანეთი)
ნომინაცია „ტექსტისა და მხატვრობის საუკეთესო შერწყმისათვის“
ნონა ნიქაბაძე (ბურსა, თურქეთი)
ნომინაცია „საუკეთესო ჩუქურთმისათვის“
თამარ ქაბზინაძე (ენშხედე, ნიდერლანდების სამეფო)
ნომინაცია „ქართული კალიგრაფიის კლასიკური ტრადიციების გაგრძელებისთვის“
მირაი აფშარი (თურქეთი, სტამბოლი)
ნომინაცია „ყველაზე ორიგინალური შრიფტისათვის“
მეჰმეთ ბაირაქი (სტამბოლი, თურქეთი)
ნომინაცია „გულწრფელი დამოკიდებულებისათვის“
მუქადდერ ოლგუნი (სტამბოლი, თურქეთი)
ნომინაცია „დედა ენის“ კალიგრაფიასთან განსაკუთრებული სიახლოვისათვის“
დილექ ქადიოღლუ (თურქეთი, სტამბოლი)
ნომინაცია „პოეტური ხედვისათვის“
მელისა ოზგუნი (დუზჯე, თურქეთი)
ნომინაცია „წარმატებით მონაწილეობისათვის“
მარიამი ჯიქია (სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი)
მარიამ დოლიძე („ქართული სათვისტომო ავსტრიაში“, ვენა, ავსტრია)
ლუკა დვალიძე („ქართული სათვისტომო ავსტრიაში“, ვენა, ავსტრია)
კახაბერ ლომიძე („ქართული სათვისტომო ავსტრიაში“, ვენა, ავსტრია)
ნათია მახარაშვილი (პუატიე, საფრანგეთი)
ელენე ფირცხელავა (პუატიე, საფრანგეთი)
ანა ხოჯავა (პუატიე, საფრანგეთი)
საბა ძიგუა (პუატიე, საფრანგეთი)
კონსტანტინ შაყულაშვილი („ქართული სათვისტომო ავსტრიაში“, ვენა, ავსტრია)
ირინა გელაშვილი („ქართული სათვისტომო ავსტრიაში“, ვენა, ავსტრია)
ნონა ახვლედიანი („ქართული სათვისტომო ავსტრიაში“, ვენა, ავსტრია)
ვაჟა მაჩაბელი („ქართული სათვისტომო ავსტრიაში“, ვენა, ავსტრია)
რიჩარდ ხიმშიაშვილი („ქართული სათვისტომო ავსტრიაში“, ვენა, ავსტრია)
სალომე ფონ ბარი ხიმშიაშვილი („ქართული სათვისტომო ავსტრიაში“, ვენა, ავსტრია)
ეკატერინე ნიკოლეიშვილი („ქართული სათვისტომო ავსტრიაში“, ვენა, ავსტრია)
ირინა დარჯანია („ქართული სათვისტომო ავსტრიაში“, ვენა, ავსტრია)
ნატო ბარბაქაძე-ბაგრატიონი („ქართული სათვისტომო ავსტრიაში“, ვენა, ავსტრია)
ნომინაცია „პროექტში მონაწილეობისათვის“:
თამაზ მჭედლიძე (ფულდა, გერმანია)
ასევე, პროექტის ფარგლებში მოქმედი კომისია ბატონ თამაზ მჭედლიძეს მადლობას უხდის საინტერესო კონცეფციის წარმოდგენისათვის ნაბეჭდ ტექსტებთან დაკავშირებით.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პარტნიორმა ორგანიზაციებმა პროექტის – „გადაწერე ვეფხისტყაოსნის ერთი სტროფი“ – განხორციელებაში, ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა და სტუდია „ტელევეზირმა“, დაასახელეს მათი რჩეულებიც.
კატეგორიაში – „საუკეთესო მხატვრული კალიგრაფიული ნამუშევრები“ – სტუდია „ტელევეზირის“ რჩეულნი არიან:ნმირაი აფშარი (სტამბოლი, თურქეთი), ანა ყურშავიშვილი (ათენი, საბერძნეთი), ნინო კიკნაძე (ბერლინი, გერმანია), თამარ ქაბზინაძე (ენშხედე, ნიდერლანდები), მარინა წიქორიძე (ბარსელონა, ესპანეთი), აზა შუბითიძე (ბარსელონა, ესპანეთი), მეჰმეთ ბაირაქი (სტამბოლი, თურქეთი).
ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა თავის რჩეულად დაასახელა პროექტის შემდეგი მონაწილეები: ანა ოხრიცი (დიდი ბრიტანეთი), ნინო კიკნაძე (ბერლინი), მარია აფშარი (თურქეთი), მეჰმეთ ბაირაკ (თურქეთი), თამარ ქაბზინაძე (ჰოლანდია).
ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა განსაკუთრებულად გამოყო ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის – თამარ თევდორაძის დამსახურებაც, რომელსაც ცენტრი „ვეფხისტყაოსნის“ საიუბილეო გამოცემით დააჯილდოებს.
გამოვლინდნენ სოციალური ქსელის გამარჯვებულებიც.
კომისიის გადაწყვეტილებით, საკონკურსო ნამუშევრები აიტვირთა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის „Facebook“-ის გვერდზე, სადაც, „სოციალური ქსელის გამარჯვებულთა“ გამოსავლენად, მომხმარებლები „მოწონების“ (ე.წ. „ლაიქის“) საშუალებით ხმას აძლევდნენ საკონკურსოდ წარმოდგენილ ნამუშევრებს განსაზღვრული დროის განმავლობაში.
კატეგორიაში „საუკეთესო კალიგრაფიული ნამუშევარი“ 605 ხმით „სოციალური ქსელის გამარჯვებულია“ 11 წლის მერაბ ინასარიძე („ქართული სახლი ავსტრიაში“, ვენა, ავსტრია);
კატეგორიაში „საუკეთესო მხატვრული კალიგრაფიული ნამუშევრები“ 196 ხმით გამარჯვება მოიპოვა თამთა რურუამ (პრაღა, ჩეხეთი).
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და პროექტის ფარგლებში მოქმედი კომისია გულითად მადლობას უხდის კონკურსის ყველა მონაწილეს კონკურსის მიმართ გამოჩენილი ინტერესისათვის და ულევ წარმატებას უსურვებს!
ასევე, გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციათა ხელმძღვანელებს, ქართული საკვირაო სკოლის პედაგოგებს, ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს საელჩოების წარმომადგენლებს, რომლებმაც ხელი შეუწყეს ჩვენი თანამემამულე ბავშვების დაინტერესებას შოთა რუსთაველის 850 წლისთავის იუბილისადმი მიძღვნილ პროექტში – „გადაწერე ვეფხისტყაოსნის ერთი სტროფი“ – მონაწილეობას; კერძოდ:
ქალბატონ თამარ თევდორაძეს (ქართული ენის პედაგოგი, სტამბოლი, თურქეთი), ქალბატონ თამარ მეტრეველს (ქართული საკვირაო სკოლა “აისის” ხელმძღვანელი, მადრიდი, ესპანეთი), ქალბატონ ლიანა ჯიქია-გოგრიჭიანს (გაერთიანებული სამეფოს პირველი ქართული სკოლის ხელმძღვანელი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი), ქალბატონ მარინე წიქორიძეს (წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ქართული საკვირაო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე, ბარსელონა, ესპანეთი), ქალბატონ თამარ აღდგომელაძეს (ქართული დიასპორული ორგანიზაციის – „ქართული სახლი ავსტრიაში“ ხელმძღვანელი, ვენა, ავსტრია), ქალბატონ თამილა ჯერვალიძეს (ქართული დიასპორული ორგანიზაციის – „ქართული სათვისტომო ავსტრიაში“ – ხელმძღვანელი, ვენა, ავსტრია), ბატონ ივანე გოდერძიშვილს („ქართული კულტურის ცენტრის – „ფესვები“ – დამფუძნებელი, ნიუ იორკი, აშშ), ქალბატონ მანანა ზარიძეს (ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საელჩოსთან არსებული ქართული საკვირაო სკოლის ხელმძღვანელი), ქალბატონ ნათია კალანდიას (ირლანდიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი), ქალბატონ თამარ სიჭინავას (პუატიე, საფრანგეთი), ქალბატონ ნანა რევაზიშვილს (ოსლო, ნორვეგია), ქალბატონ მაია უჩავას (ათენი, ისაბერძნეთი), ქალბატონ რუსუდან გალდავას (ქართული ენის პედაგოგი, „ქართული კულტურის ცენტრი „ფესვები“).
მადლობას ვუხდით კონკურსში მონაწილე ბავშვების მშობლებსაც მათი ძალისხმევისთვის, შეუნარჩუნონ ჩვენს პატარა თანამემამულეებს ქართული ენა, შეაყვარონ ქართული კულტურა და ხელი შეუწყონ ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში.
მადლიერებას გამოვხატავთ ყველა ჩვენი თანამემამულის მიმართ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს „სოციალური ქსელის გამარჯვებულების“ გამოვლენაში.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი გეგმავს, მომავალშიც განახორციელოს მსგავსი პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეთა შორის, გაუღვივებს ინტერესს ქართული მწერლობის მიმართ, მოაქცევს მათ ერთიან ქართულ კულტურულ სივრცეში და ხელს შეუწყობს, მუდმივად ისაზრდოონ საკუთარი, ქართული ფესვებიდან.
პროექტის ფარგლებში მოქმედი კომისია
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი