გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ზეიმი შტუტგარტის ქართულ საკვირაო სკოლაში

ზეიმი შტუტგარტის ქართულ საკვირაო სკოლაში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

17 ივლისს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქ. შტუტგარტის ქართულმა საკვირაო სკოლამ – „აი ია“ – კიდევ ერთი სასაწავლო წელი დაასრულა. საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებმა და პედაგოგებმა ეს დღე საზეიმოდ აღნიშნეს. ბავშვების მიერ წარმოთქმულ ლექსებს განვლილი წლის მანძილზე ნასწავლი სიმღერები ენაცვლებოდა. გამოსაშვები ზეიმი წელს პირველად ქართულმა ცეკვამაც გაალამაზა. ზეიმში მონაწილეობასა და სასწავლო წლის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით, სკოლის ხელმძღვანელობამ მოსწავლეებს სამახსოვრო სიგელები გადასცა. ღონისძიებაში სკოლის ყოფილი მოსწავლეები და მოწვეული სტუმრებიც მონაწილეობდნენ. მათ წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებები. ზეიმის დასასრულს შეკრებილმა საზოგადოებამ ქართული კერძები და ღვინო დააგემოვნა.