გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საქველმოქმედო აქცია ემიგრანტებისთვის

საქველმოქმედო აქცია ემიგრანტებისთვის

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრის და ქუთაისის დ. ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო კლინიკის ორგანიზებით, 27-30 ივლისს, იტალიის რესპუბლიკის ქალაქ ბარიში და პულიის რეგიონში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისათვის ჩატარდა საქველმოქმედო აქცია – „უფასო სამედიცინო და იურიდიული კონსულტაციები ქართველ ემიგრანტებს“, რომლის პირველი ეტაპი წარმატებით განხორცილდა ათენში, მიმდინარე წლის აპრილში. ასევე საყურადღებოა, რომ აქციის მესამე ეტაპი იგეგმება ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის.
აქციის თანაორგანიზატორის, ასოციაცია „ქართული სათვისტომოს“ ვიცეპრეზიდენტის, ნეკა ბარდავაძის რეკომენდაციით, ბარის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ასევე დაგეგმა სამუშაო შეხვედრა იტალიელ უფლებადამცველებთან, მიგრაციის ექსპერტებთან და ადვოკატებთან.
შეხვედრას, რომელიც 30 ივლისს შედგა, ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ქართველი ექიმები, უფლებადამცველები, ასევე, დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თამარ გამილაღდიშვილი-გაგუა ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა საინტერესო დისკუსია, რომლის შედეგად დაიგეგმა თანამშრომლობა ემიგრანტთა ინტეგრაციის, განათლების და სოციალური თუ ჰუმანიტარული უფლებების დაცვის მიმართულებით. ბარის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს ქართული დიასპორის წევრებს და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელს ნდობისა და თანამშრომლობის მზაობისთვის. დაიგეგმა სამუშაო შეხვედრები ქართული დიასპორის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით.