გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საზაფხულო ბანაკი 2016

საზაფხულო ბანაკი 2016

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, პირველიდან  რვა აგვისტომდე, ანაკლიაში არსებულ ,,მომავლის ბანაკში” თურქეთში, რუსეთში, ირანსა და აზერბაიჯანში მცხოვრები 48 მოზარდი დაისვენებს. პროექტი, რომელსაც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი“ ახორციელებს, დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის მიერ. თურქეთის რესპუბლიკიდან მოზარდების შერჩევა და მათი საქართველოში გამომგზავრების ორგანიზებას უზრუნველყოფს ინეგოლის სოფ. მურათბეის ქართული კულტურისა და ტურიზმის ასოციაცია.
მიმდინარე წელს უცხოეთში მცხოვრები 144 ქართველი მოზარდი შეძლებს ანაკლიის ,,მომავლის ბანაკში,, დასვენებას. მათი ჩამოყვანა სამ ეტაპად განხორციელდება.