გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

11 სექტემბერის ტრაგედიისადმი მიძღვნილი ღონისძიება

11 სექტემბერის ტრაგედიისადმი მიძღვნილი ღონისძიება

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

11 სექტემბერს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ მონაწილეობა მიიღო ამერიკის მეგობართა კლუბის მიერ, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. სახელმწიფო მინისტრმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა, რომ 11 სექტემბრის ტრაგედიას საქართველო განსაკუთრებულად განიცდის, ვინაიდან ეს იყო თავდასხმა საქართველოს მოკავშირეზე, მის მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაზე. სახელმწიფო მინისტრმა ღრმამწუხარება გამოხატა და პატივი მიაგო ტერორისტული აქტების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.

,,საქართველომ თავისი წვლილი შეიტანა და შეაქვს ტერორიზმთან ბრძოლაში. საქართველო, როგორც აშშ–ს, ისე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთგული პარტნიორი, ყველა იმ ქვეყნის გვერდით იბრძვის, ვისი მთავარი ამოცანაც არის მსოფლიოში უსაფრთხოების დაცვა და მშვიდობის შენარჩუნება, რადგან იგი თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში აღიარებული ფასეულობების ერთგულია”, აღნიშნა გელა დუმბაძემ.