გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ეთნიკური ბერძნების ვიზიტი საქართველოში

ეთნიკური ბერძნების ვიზიტი საქართველოში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

2 აგვისტოს, თეთრიწყაროს რაიონიდან ისტორიულ სამშობლოში – საბერძნეთში დაბრუნებულ ეთნიკურ ბერძენთა ინიციატივით, სოფელ პატარა ირაგას დაარსებიდან 160 წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოს 250-მდე სტუმარიეწვია საბერძნეთიდან. ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოდან საბერძნეთში საცხოვრებლად წასულ ეთნიკურ ბერძენთა მიერ საქართველოსთან ისტორიულ-კულტურული კავშირის შენარჩუნებას, მის გაღრმავებასა დასაქართველოსადმი სიყვარულის შემდგომი თაობებისათვის გადაცემას.
თეთრიწყაროს რაიონის სოფელ პატარა ირაგას წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა გიორგი ალთუნაშვილმა სადღესასწაულო წირვა აღავლინა და ბავშვების ნათლობის წესი აღასრულა. დღეკულტურული ხასიათის ღონისძიებებით გაგრძელდა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ზაალ სარაჯიშვილმა, რომელმაც ბერძნებისა დაქართველების მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებული ეთნიკური ბერძნების ამჟამინდელი ვიზიტი ქვეყანაში, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე მათ სამშობლოს მაგივრობას უწევდა, სიმბოლურ ხასიათს ატარებს და ქართველი ხალხისა და ქართული მიწისადმი მათი სიყვარულის დადასტურებაა. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა -გუბერნატორმა – პაატა ხიზანაშვილმა და წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა გიორგი ალთუნაშვილმა.
პატარა ირაგას ცენტრში, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე, გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც საბერძნეთიდან წვეულმა, ისე – ადგილობრივმა ქართულმა და ბერძნულმა შემოქმედებითმა კოლექტივებმა.ბერძნული მხარის მიერ დაგეგმილ აქტივობებს, საინიციატივო ჯგუფთან ერთად, კოორდინაციას უწევდა ეროტოკრიტოს სავიდისი, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებული ეთნიკური ბერძენია.
საქართველოდან საბერძნეთში მიგრირებულ ეთნიკურ ბერძენთა ღირსეული დახვედრის მიზნით, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი მჭიდროდ თანამშრომლობდა ქვემო ქართლში სახელმწიფორწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციასა და პირადად სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორთან – პაატა ხიზანიშვილთან. აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად ქართულმა მხარემ წარმატებით უზრუნველყო სტუმართა მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ტექნიკურ მხარდაჭერა. ასევე, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთო საქართველოში არსებული ბერძნული დიასპორა.