გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ანსამბლ „ნერგების“ დაჯილდოება

ანსამბლ „ნერგების“ დაჯილდოება

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

3 აგვისტოს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ანალიზისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა, თემურ ტარტარაშვილმა შვედეთის სამეფოში, ქ. სტოკჰოლმში მოქმედი ილია ჭავჭავაძის სახელობის ქართულ სათვისტომოსთან არსებული ანსამბლი „ნერგების“ ხელმძღვანელი, ლელა კუხიანიძე და ანსამბლის წევრი, ლაშა მეფარიშვილი დააჯილდოვა.
თემურ ტარტარაშვილმა ანსამბლ „ნერგების“ ხელმძღვანელს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებულ ქართული ხალხური სიმღერებისა და საგალობლების კონკურსში, გუნდის წარმატებით მონაწილეობისათვის სიგელი და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.