გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

არჩილ ყარაულაშვილის ლექცია

არჩილ ყარაულაშვილის ლექცია

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

პროექტი „დიასპორული სტაჟირება“ გრძელდება. 3 აგვისტოს, ქართულ სახელმწიფო უწყებებსა და კერძო სტრუქტურებში სტაჟირებაზე მყოფი ქართველი სტუდენტები, რომლებიც განათლებას იღებენ უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში, შეხვდნენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს –  არჩილ ყარაულაშვილს.
შეხვედრა გახსნა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ – ზაალ სარაჯიშვილმა, რომელიც სტუდენტებს ქართული სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტებზე, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და იმ სახელმწიფო პროგრამებზე ესაუბრა, რომლებიც ემიგრანტთა დაბრუნებასა და ქვეყნის კულტურულ და ეკონომიკურ განვითარებაში მათ აქტიურ ჩართულობას ემსახურება.
ზაალ სარაჯიშვილმა პროექტის მონაწილეებს წარუდგინა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე –  არჩილ ყარაულაშვილი, რომელმაც ქართველი სტუდენტებისათვის ლექცია გამართა ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული რეფორმებისა და ევროატლანტიკურ ალიანსთან დაახლოების საკითხებზე.
„დიასპორული სტაჟირების“ მონაწილეთა შემდეგი შეხვედრა  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან – მიხეილ ჯანელიძესთან იგეგმება.