გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა მიხეილ ჯანელიძესთან

შეხვედრა მიხეილ ჯანელიძესთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიასპორული სტაჟირების მონაწილე სტუდენტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე შეხვდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა სტუდენტებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ასპექტების შესახებ ესაუბრა. ქვეყნის პირველმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა იმ წარმატებებს, რომელსაც საქართველომ ევროატლანტიკურ გზაზე მიაღწია. შეხვედრის დასასრულს მიხეილ ჯანელიძემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.
დიასპორული სტაჟირების პროგრამას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანებასთან“ ერთად უკვე მეოთხე წელია ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში მონაწილე სტუდენტები სტაჟირებას გადიან სახელმწიფო უწყებებსა და კერძო სექტორში.