გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა ხალხური სიმღერის კონკურსის პრიზიორებთან

შეხვედრა ხალხური სიმღერის კონკურსის პრიზიორებთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

8 აგვისტოს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრებ თანამემამულეებს – ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს – თიკა სვანიძესა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებული ქართული ხალხური სიმღერებისა და საგალობლების კონკურსის მონაწილეებს – გიორგი, ლევან და თემურ ვანკოებს შეხვდა.
სახელმწიფო მინისტრმა ძმებ ვანკოებს მადლობა გადაუხადა კონკურსში მონაწილეობისათვის და გადასცა სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები.
გიორგი, ლევან და თემურ ვანკოებს ჟიურის სპეციალური ნომინაცია – „მადლობა ქართული ფესვების შენარჩუნებისათვის უცხოეთში“ – მიენიჭათ, ხოლო ლევან ვანკო გახდა „სოციალური ქსელის გამარჯვებული“ ინდივიდუალურ შემსრულებელთა შორის.