გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

მომავლის ბანაკი 2016

მომავლის ბანაკი 2016

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

მიმდინარე წლის 1-7 აგვისტოს ანაკლიის ,,მომავლის ბანაკმა” უმასპინძლა მოზარდების მეოთხე ნაკადს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უცხოეთში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულეებმა თურქეთიდან, რუსეთიდან, ირანიდან და აზერბაიჯანიდან.
ბანაკში ყოფნის პერიოდში მოზარდები აქტიურად იყვენენ ჩართული პროგრამით გათვალისწინებულ კულტურულ და სპორტულ ღონისძებებში. საზეიმოდ  აღინიშნა „საქართველოს დღე“;  ღონისძიების მონაწილეებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხე წარმოადგინეს.  დაჯილდოვდნენ სპორტულ სახეობებში გამარჯვებული გუნდები.
ბანაკის მეოთხე ნაკადის დახურვას ესწრებოდნენ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ანალიზისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი თემურ ტარტარაშვილი და სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლები.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით წელს 144 ქართველი მოზარდი შეძლებს ანაკლიის ,,მომავლის ბანაკში“ დასვენებას. მათი ჩამოყვანა სამ ეტაპად ხორციელდება. პირველ ნაკადში, რომელიც დღეს დასრულდა, მონაწილეობა მიიღო 48 მოზარდმა. 9-16 აგვისტოს ანაკლიის ბანაკი ჩვენი თანამემამულეების მეორე ნაკადს უმასპინძლებს, ხოლო მესამე ნაკადი 17-24 აგვისტოს განხორციელდება.
პროექტი „მომავალის ბანაკი“, რომელსაც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი“ ახორციელებს, დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის მიერ.