გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა ესტონეთში მოქმედი დიასპორული გაერთიანებების ხელმძღვანელებთან

შეხვედრა ესტონეთში მოქმედი დიასპორული გაერთიანებების ხელმძღვანელებთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

9 აგვისტოს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე ესტონეთის რესპუბლიკაში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციის – „ქართული სახლის“ ხელმძღვანელს, ზაზა წერეთელსა და ორგანიზაცია „სალმეს“ დამფუძნებელს, ალექსანდრა ელლერს შეხვდა.
სტუმრებმა სახელმწიფო მინისტრს გააცნეს „ქართული სახლის“ მიზნები და ამოცანები; ესაუბრნენ მათ სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების, კერძოდ –  „თბილისობისა“  და „აფხაზეთის დღეების“ შესახებ, რომელსაც ესტონეთის ქართული დიასპორული ორგანიზაციები 23-24 სექტემბერს აღნიშნავენ. როგორც ზაზა წერეთელმა განაცხადა, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სტუმრები საქართველოდან, ასევე – ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებული ესტონელები, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე ბინადრობდნენ და მე-20 საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში იქ დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად დატოვეს საქართველო.
სახელმწიფო მინისტრმა  მადლობა გადაუხადა სტუმრებს იმ ძალისხმევისთვის, რასაც სათვისტომო იჩენს ეროვნული და კულტურული იდენტობის შენარჩუნებისათვის და საქმიანობაში მხარდაჭერა აღუთქვა.