გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა გია შარვაშიძესთან

შეხვედრა გია შარვაშიძესთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დიასპორული სტაჟირების მონაწილე სტუდენტებს საქართველოს განთლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, გია შარვაშიძე შეხვდა. მინისტრის მოადგილემ სტუდენტებს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ უამბო. გია შარვაშიძემ სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა.
დიასპორული სტაჟირების პროგრამას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანებასთან“ ერთად უკვე მეოთხე წელია ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში მონაწილე სტუდენტები სტაჟირებას გადიან სახელმწიფო უწყებებსა და კერძო სექტორში.