გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა ქ. ათენის ბაგა-ბაღის ხელმძღვანელთან

შეხვედრა ქ. ათენის ბაგა-ბაღის ხელმძღვანელთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

9 აგვისტოს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე ქ. ათენში მოქმედი ქართული საბავშვო ბაგა-ბაღის – „ყვავილების ქვეყნის“  ხელმძღვანელს, ფატი ცინცაძეს შეხვდა.
2015 წელს ათენში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრმა უშუალოდ მოინახულა აღნიშნული საბავშვო ბაგა-ბაღი, ადგილზე გაეცნო სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს, ესაუბრა ბავშვებსა და პედაგოგებს, გადასცა მათ საბავშვო ლიტერატურა და თვალსაჩინოებები.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში გამართულ შეხვედრაზე ფატი ცინცაძემ სახელმწიფო მინისტრს გააცნო თავისი გადაწყვეტილება სამშობლოში დაბრუნების შესახებ; ესაუბრა პროექტებზე, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს იგი საქართველოში. ერთ-ერთი მათგანი ითვალისწინებს საბავშვო საგანმანათლებლო ცენტრის დაარსებას, სადაც დასაქმდებიან როგორც სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტები, ისე – შრომით მიგრანტთა ოჯახის წევრები.
ფატი ცინცაძე იმედოვნებს, რომ საბერძნეთში მიღებული გამოცდილება დიდ სამსახურს გაუწევს ამ იდეის განხორციელებაში და მის მიერ საქართველოში დაარსებული „ყვავილების ქვეყანა“ ისეთივე პოპულარობას მოიპოვებს თბილისში, როგორითაც იგი ათენის ქართველებში სარგებლობდა.
სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს გააცნო საქართველოში მოქმედი სახელმწიფო პროგრამები; მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამაზე“, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ახორციელებს და ფატი ცინცაძეს პროგრამაში მონაწილეობა ურჩია.