გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

სახელმწიფო მინისტრმა კურორტი „ბიოლი“ მოინახულა

სახელმწიფო მინისტრმა კურორტი „ბიოლი“ მოინახულა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

11 აგვისტოს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე სამედიცინო ველნეს კურორტს „ბიოლის“ ესტუმრა, რომელიც კოჯრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. პროექტის ავტორმა, თამაზ მჭედლიძემ სახელმწიფო მინისტრს კურორტის ტერიტორიაზე განლაგებული სარეაბილიტაციო კომპლექსი, ბოტანიკური ოთახი და მშენებარე “ბიოლი ჰოლი” დაათვალიერებინა, ასევე, გააცნო პროექტის არსი და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
კურორტი „ბიოლი“ არის დიასპორული ინვესტიცია, რომელიც გაშენებულია 31 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე. ამ დროისათვის განხორციელებული ინვესტიცია შეადგენს 12 მილიონ დოლარს და იგეგმება დაახლოებით იგივე რაოდენობის თანხის ინვესტირება პროექტის დასასრულებლად.