გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა დარეჯან ღამბაშიძესთან

შეხვედრა დარეჯან ღამბაშიძესთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე საბერძნეთის რესპუბლიკაში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციის – „ქ. ათენის ქართული სახლის“ პრეზიდენტს – დარეჯან ღამბაშიძესა და საერთაშორისო საზოგადოება „მშვიდობის მედროშეს“ ხელმძღვანელს – ევგენი ღვინიაშვილს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საბერძნეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მდგომარეობასა და საბერძნეთის ქართული დიასპორის წინაშე არსებულ პრობლემებზე. დარეჯან ღამბაშიძემ სახელმწიფო მინისტრს მოუთხრო „ქ. ათენის ქართული სახლის“ საქმიანობისა და სამომავლო ამოცანების შესახებ.
გელა დუმბაძემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. საუბარი შეეხო სახელმწიფო მინისტრის ინიციატივასაც საზღვარგარეთ გარდაცვლილი ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში სახელმწიფოს ხარჯზე გადმოსვენების შესახებ, რომელსაც მხარი დაუჭირა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებში შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივებზეც.