გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა ზაზა ხოკერაშვილთან

შეხვედრა ზაზა ხოკერაშვილთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

19 აგვისტოს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე რუსეთის ფედერაციაში მოქმედი რეგიონალური საზოგადოებრივი ორგანიზაციის – ვოლოგდის ქართული სათვისტომო „თბილისის” თავმჯდომარეს –  ზაზა ხოკერაშვილს შეხვდა.
სტუმარმა სახელმწიფო მინისტრს გააცნო სათვისტომოს საქმიანობა და მიზნები, ისაუბრა ვოლოგდის ოლქში მცხოვრები ქართველებისა და ქართული დიასპორის წინაშე არსებული პრობლემების შესახებ.
გელა დუმბაძემ  ზაზა ხოკერაშვილს ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის შესახებ. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც.