გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა ნური ანართან

შეხვედრა ნური ანართან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე 19 აგვისტოს შეხვდა ქ. სტამბოლში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციის – ,,ქართული კულტურის სახლის” ხელმძღვანელის მოადგილეს – ნური ანარს. შეხვედრაზე განხილულ იქნა თურქეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლებისა და ქართული ენის მე-7 და მე-8 კლასების სახელმძღვანელოების შედგენის საკითხი.
2014-2015 წლებში თურქეთის რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ დაამტკიცა საშუალო სკოლებში ქართული ენის სწავლების პროგრამა და გრიფი მიანიჭა ქართული ენის მე-5 და მე-6 კლასების სახელმძღვანელოებს, რომელიც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.
ქართული ენის შესწავლის მსურველი 10 და მეტი მოსწავლის არსებობის შემთხვევაში, თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულე ბავშვებს თურქეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობა მიეცათ.