გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

„დიასპორული სტაჟირება 2016“ დასრულდა

„დიასპორული სტაჟირება 2016“ დასრულდა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

23 აგვისტოს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში გაიმართა პროექტის – „დიასპორული სტაჟირება 2016” – მონაწილე სტუდენტების დაჯილდოება.
სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე  შეხვდა პროექტის მონაწილეებს, მიულოცა პროფესიულ სფეროში სტაჟირების წარმატებით დასრულება და გადასცა შესაბამისი სერთიფიკატები. სერთიფიკატების გადაცემაში მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების“ ვიცე-თავმჯდომარე – ანრი გუგეშაშვილი.
დაჯილდოვების შემდგომ მინისტრმა შეაჯამა პროექტის შედეგები და აღნიშნა, რომ უცხოეთში სწავლის დასრულების შემდეგ, სასურველია, ქართველი სტუდენტები დაბრუნდნენ სამშობლოში და მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები საკუთარ ქვეყანას მოახმარონ. სტუდენტებმა პროექტთან დაკავშირებით  საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარეს სახელმწიფო მინისტრს და სახელმწიფო მინისტრის აპარატთან სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.
აღნიშნული პროექტი სპეციალურად შეიქმნა ქართველი სტუდენტებისათვის, რომლებიც საზღვარგარეთ იღებენ განათლებას. პროექტის ფარგლებში 45-მა სტუდენტმა სტაჟირება გაიარა სხვადასხვა სამინისტროში, თბილისის, ბათუმისა და რუსთავის მუნიციპალიტეტების მერიათა სამსახურებში, თბილისის საკრებულოსა და საქართველოს რკინიგზაში.
პროექტის მონაწილეები გაეცნენ საქართველოს სამთავრობო სტრუქტურების საქმიანობის სპეციფიკას, მათ წინაშე არსებულ გამოწევებსა და პრობლემათა გადაჭრის გზებს. სტაჟირების მონაწილე სტუდენტებისათვის ჩატარდა 10 საჯარო ლექცია, შეხვედრები მთავრობის წარმომადგენლებთან და მოწვეულ ექპერტთან – მარკ ივანოვსკისათან,  MDI & Associates-ის დამფუძნებელთან და ინვესტორთან Silicon Valley-დან.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანებასთან ერთად, უკვე მეოთხე წელია, წარმატებით ახორციელებს „დიასპორული სტაჟირების“ პროექტს.