გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა საქართველოს ახალგაზრდა ელჩებთან

შეხვედრა საქართველოს ახალგაზრდა ელჩებთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

23 აგვისტოს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ შეხვედრა გამართა საქართველოს ახალგაზრდა ელჩთან ამერიკის შეერთებულ შტატებში – ანა ლეჟავასთან და ახალგაზრდობის წარმომადგენელთან გაეროში – თათია დოლიძესთან. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი გიორგი მერაბიშვილი.
მოწვეულმა სტუმრებმა სახელმწიფო მინისტრს გააცნეს მათ მიერ განხორციელებული პროექტები და სამომავლოდ დაგმილი აქტივობები.
გელა დუმბაძე ახალგაზრდებს ესაუბრა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობასა და პრიორიტეტულ სამუშაო მიმართულებებზე, მოუთხრო იმ პროექტების შესახებ, რომელზეც ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა, შესთავაზა თანამშრომლობა მათთვის საინტერესო საკითხებზე.