გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

უცხოეთში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულე მოზარდებმა „მომავლის ბანაკში“ დაისვენეს

უცხოეთში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულე მოზარდებმა „მომავლის ბანაკში“ დაისვენეს

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ანაკლიის „მომავალის ბანაკში“ 23 აგვისტოს მეხუთე ნაკადის დახურვისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით  „მომავლის ბანაკში“ წელს 134-მა ქართველმა მოზარდმა დაისვენა. მათი ჩამოყვანა სამ ეტაპად განხორციელდა.
ბანაკში ყოფნის პერიოდში მოზარდები აქტიურად იყვნენ ჩართული პროგრამით გათვალისწინებულ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში. საზეიმოდ  აღინიშნა „საქართველოს დღე“. საფეხბურთო ტურნირში, რომელიც ანაკლიის „მომავალის ბანაკში“ ჩატარდა, გამარჯვება მოიპოვა ჩვენი თანამემამულე მოზარდებით დაკომპლექტებულმა ფეხბურთის გუნდმა აზერბაიჯანიდან. გამარჯვებულ გუნდი საპატიო სიგელით დაჯილდოვდა.
მიმდინარე წელს „მომავლის ბანაკმა“ უმასპინძლა უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს თურქეთიდან, რუსეთიდან, ირანიდან, აზერბაიჯანიდან, გერმანიიდან და დიდი ბრიტანეთიდან.
პროექტი „მომავალის ბანაკი“, რომელსაც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი“ ახორციელებს, დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის მიერ.