გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა დათო გურეშიძესთან

შეხვედრა დათო გურეშიძესთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე 25 აგვისტოს შეხვდა რუსეთის ფედერაციაში, ბაშკირეთის რესპუბლიკის რეგიონალური საზოგადოებრივი ორგანიზაციის – „შოთა რუსთაველის ქართულ-ნაციონალური კულტურული ცენტრის“ თავმჯდომარეს – დავით გურეშიძეს.
დავით გურეშიძემ სახელმწიფო მინისტრს გააცნო სამომავლო გეგმები; მან განაცხადა, რომ ახალი სასწავლო წლიდან ორგანიზაციასთან ამოქმედდება ქართული საკვირაო სკოლა და დაარსდება ქართული ცეკვის ჯგუფი. დავით გურეშიძემ მადლობა გადაუხადა გელა დუმბაძეს 2016 წლის 27-18 მაისს დიასპორის დღესთან დაკავშირებით გამართულ მეორე დიასპორულ პროფესიულ ფორუმზე მოწვევისათვის. მან აღნიშნა, რომ მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა, შეხვედრები მთავრობის წარმომადგენლებთან და კოლეგებთან ძალიან მნიშვნელოვანია ქართული დიასპორისათვის, როგორც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის მიღების, ისე – ამ პროცესებში მათი ჩართულობის ხელშეწყობის თვალსაზრისითაც. დავით გურეშიძემ განაცხადა, რომ „შოთა რუსთაველის ქართულ-ნაციონალური კულტურული ცენტრისათვის“ მეტად მნიშვნელოვანია ის დახმარება, რომელსაც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი უწევს უცხოეთში მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს და მადლიერება გამოთქვა სასკოლო სახელმძღვანელოებით, საბავშვო ლიტერატურითა და თვალსაჩინოებებით უზრუნველყოფისათვის.
გელა დუმბაძემ სტუმარს გააცნო დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიმდინარე პროექტები, სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები და იმედი გამოთქვა, რომ უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები ეტაპობრივად ჩაერთვებიან საქართველოში მოქმედ სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში; ასევე,  არ დაიშურებენ ძალისხმევს, რათა შეინარჩუნონ ეროვნული თვითმყოფადობა და ხელი შეუწყონ ქართული კულტურის პოპულარიზაციას ადგილსამყოფელ ქვეყანაში.