გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა თეონა ხაინდრავასთან

შეხვედრა თეონა ხაინდრავასთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

26 აგვისტოს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე შეხვდა ამერიკაში, ბიზნესის სფეროში მოღვაწე ქალბატონს, ჩვენს თანამემამულეს – თეონა ხაინდარავას.
შეხვედრას ესწრებოდნენ „დიასპორული სტაჟირება 2016“-ის მონაწილე ნიკა ბახტაძე, ქართული დიასპორის აქტიური წარმომადგენელი ანა მაისურაძე და სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი გიორგი მერაბიშვილი.
თეონა ხაინდრავამ სახელმწიფო მინისტრს მოუთხრო ნიუ იორკში, გრინვიჩ ვილიჯში მისი ბიზნეს პარტნიორის – შეფ ჯემიკო სოლოს (სოლომნიშვილის)  მიერ დაფუძნებული რესტორნის – „Senza Gluten“-ის შესახებ (http://senzaglutennyc.com), სადაც კერძები გლუტენის შემცველი პროდუქტების გარეშე მზადდება.
როგორც თეონა ხაინდრავამ აღნიშნა, რესტორანი მეტად პოპულარულია, რასაც, ერთი მხრივ, ჯანმრთელობისათვის უვნებელი პროდუქტების გამოყენება, ხოლო მეორე მხრივ – ქართველი შეფის – ჯემიკო სოლოს  (სოლომნიშვილის) კულინარიული ოსტატობა და მომსახურების მაღალი ხარისხი განაპირობებს.
გელა დუმბაძემ სტუმრებს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობა, მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო.