გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

სექტემბრის ბოლოს ლევილში ხელი მოეწერება შატოს მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს

სექტემბრის ბოლოს ლევილში ხელი მოეწერება შატოს მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

2016 წლის პირველ სექტემბერს პარიზში, საქართველოს საელჩოში, შედგა ლევილის შატოს მამულისა და ქონების საქართველოსათვის გადმოცემის დასკვნითი ნოტარიული ხელმოწერის წინა შემაჯამებელი სხდომა, რომელსაც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე თავმჯდომარეობდა. სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან – საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი, ხოლო ფრანგული მხრიდან – ამხანაგობა „ქართული კერის“ წარმომადგენლები – ირენ ციციშვილი, ეთერ ფაღავა, ელისო ტარასაშვილი, წევრები მამულის მემკვიდრეთა ოჯახებიდან.
სხდომას ასევე დაესწრენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში ეკატერინე სირაძე-დელონე, ადვოკატი მეთიუ ჟიბერი და ლევილის მერი ერიკ ბრევი. სხდომა ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მხარეებს შორის შეთანხმდა ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებები და ნოტარიულ აქტზე ხელმოწერისათვის წინასწარ მოსამზადებელი ტექნიკური დეტალები.
ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის ნოტარიულ აქტზე საბოლოო ხელმოწერის თარიღად სექტემბერის ბოლო დეკადა დასახელდა. ხელმოწერის ცერემონიალი ლევილის შატოს მამულში გაიმართება.