გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დავით ყიფიანის სახელობის ტურნირი კახში

დავით ყიფიანის სახელობის ტურნირი კახში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

31 აგვისტოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონში ჩატარდა დავით ყიფიანის სახელობის ტურნირის ფინალური მატჩი, რომელსაც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ზაალ სარაჯიშვილი და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ანალიზისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი თემურ ტარტარაშვილი დაესწრნენ. ასევე, ტურნირს ესწრებოდნენ საქართველოს გენერალური კონსული განჯაში მამუკა ბალავაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ზაალ სარაჯიშვილმა გამარჯვებულ გუნდს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაწესებული გარდამავალი თასი – დიასპორის თასი გადასცა, ასევე სპორტული ფორმებით დააჯილდოვა ტურნირში მონაწილე რვავე გუნდის წევრები. ფინალში მოასპარეზე გუნდებმა, დამატებით, საჩუქრად მიიღეს ფეხბურთის ბურთებიც.
დავით ყიფიანის სახელობის ტურნირი კახის რაიონში 1997 წლიდან იმართება და ჩვენს თანამემამულეთა შორის ფეხბურთის პოპულარიზაციას ემსახურება. მასში, ტრადიციულად, მონაწილეობას იღებენ კახის რაიონის ქართული სოფლების საფეხბურთო გუნდები.