გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

სახელმწიფო მინისტრის შეხვერდა ალექსანდრე ბესტავაშვილთან

სახელმწიფო მინისტრის შეხვერდა ალექსანდრე ბესტავაშვილთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, რომელიც სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფება, 5 სექტემბერს ლონდონში მცხოვრებ ჩვენს უხუცეს თანამემამულეს – ალექსანდრე ბესტავაშვილს ესტუმრა.
გელა დუმბაძის შეხვედრას ალექსანდრე ბესტავაშვილთან დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში – თამარ ბერუჩაშვილი.
ალექსანდრე ბესტავაშვილმა სტუმრებს სამ შვილთან – მერისთან, გოგისთან და ქრისტინესთან ერთად უმასპინძლა სახლში, რომელიც უამრავ საინტერესო რელიქვიას ინახავს, მათ შორის – ილიკო სუხიშვილის ხელმოწერილ დოლს, რომელიც ბესტავაშვილების ოჯახს საგანგებოდ გადასცა ფრიდონ სულაბერიძემ. ეს იყო ძალიან თბილი და საინტერესო შეხვედრა, რომელსაც თან სდევდა დიდი სიხარული და მღელვარება.
ალექსანდრე ბესტავაშვილმა 1929 წლის 7 ნოემბერს დატოვა საქართველო და ოთხმოც წელზე მეტია, უცხოეთში იმყოფება. მან 8 წელი დაჰყო საფრანგეთში, დაამთავრა პარიზის ჰუმანიტარული ინსტიტუტის სოციოლოგიური ფაკულტეტი და  ეზიარა ფრანგულ კულტურას. 1940 წელს იგი სრულიად შემთხვევით მოხვდა ინგლისში, სადაც  დაფუძნდა კიდეც საბოლოოდ. ალექსანდრე ბესტავაშვილმა შესანიშნავი ოჯახი შექმნა ინგლისელ ქალბატონ თორა ედვორდსთან ერთად, რომელმაც გულით შეიყვარა საქართველო და ყველა განსაცდელში გვერდით ედგა მეუღლეს. მათ აღზარდეს სამი შესანიშნავი შვილი, რომლებიც მუდმივად ინარჩუნებენ კავშირს ისტორიულ სამშობლოსთან.