გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა ქართველ მხატვრებთან დიდ ბრიტანეთში

შეხვედრა ქართველ მხატვრებთან დიდ ბრიტანეთში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა – გელა დუმბაძემ 5 სექტემბერს შეხვედრა გამართა დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ქართველ მხატვრებთან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ნატალი ღუდუშაური, ეკა აბესაძე, დავით მეფრესკე და გულბაათ შველიძე.
ჩვენმა თანამემამულეებმა გელა დუმბაძეს მოუთხრეს მათი საქმიანობის შესახებ დიდ ბრიტანეთში და გააცნეს საკუთარი ნამუშევრები. წარმოდგენილი იყო მხატვრული ტილოები ფერწერასა და გრაფიკაში, ემალის ნაკეთობები, თექის ნაწარმი.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს თანამედროვე ხელოვნებაში გამოკვეთილ ტენდენციებზე, იმსჯელეს იმ პერსპექტივებზე, რომელიც დიდ ბრიტანეთში არსებობს მხატვრული შემოქმედების პოპულარიზაციის თვალსაზრისით და შეთანხმდნენ, დაიწყონ ფიქრი ქართველ მხატვართა გამოფენის ფორმატზე, რომელიც, ერთი მხრივ, გაზრდის ქართველ ხელოვანთა ინდივიდუალურ ცნობადობას, ხოლო მეორე მხრივ – ხელს შეუწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას დიდ ბრიტანეთში.
სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა ქართველ მხატვრებთან მოეწყო საქართველოს საელჩოში. შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში – თამარ ბერუჩაშვილი და საელჩოს თანაშრომლები.