გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში

შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

6 სექტემბერს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა – გელა დუმბაძემ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში შეხვედრა გამართა საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელთან – ჯონათან ჯანოღლისთან და ჯგუფის წევრებთან – სტეფან ფაუნდთან, ლორდ ჰარის პენტრეგართან და სხვებთან. შეხვედრას დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში – თამარ ბერუჩაშვილი.
გელა დუმბაძემ საპარლამენტო ჯგუფის წევრებს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის  საქმიანობა; მოუთხრო პროექტებზე, რომელიც ამჟამად ხორციელდება; ესაუბრა დიასპორასთან თანამშრომლობის იმ ფორმატზე, რომელიც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა დანერგა ორი სხვადასხვა თემატური დიასპორული ფორუმის სახით, საიდანაც ერთი მათგანი  უცხოეთში მიღებული ცოდნისა და პროფესიული გამოცდილების თანამემამულეთათვის გაზიარებას ემსახურება, ხოლო მეორე – ქართული დიასპორის  მობილიზებას სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების პროცესში აქტიური მონაწილეობისათვის, ინვესტიციების განხორციელების საშუალებით.
საუბარი შეეხო მიგრაციის პროცესებს, როგორც საქართველოში, ისე – დიდ ბრიტანეთსა და, ზოგადად, მსოფლიოში. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო წინასაარჩევნო პერიოდს საქართველოში. როგორც სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, 8 ოქტომბერს საქართველო კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს გადადგამს დემოკრატიის განვითარებაში.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა პარტიათაშორის საპარლამენტო ჯგუფთან გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში იყო უაღრესად საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა, რომელიც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავებას.